Pages

Thursday, April 7, 2011

saqartvelos samto kurortebi

http://www.tourism-association.ge/data/images/gallery/gudauri/10.jpg

გუდაური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან


გუდაური ზამთარში
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 1196 მ სიმაღლეზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 8 კაცი.
სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა. კურორტის პირველი მოთხილამურეები ხელოვნურად შექმნილი საწეველებით სარგებლობდნენ და მთაზე ჩამოსასრიალებლად ავტომობილის 'ლებიოდკის' მეშვეობით ადიოდნენ.
პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა (თავდაპირველად სასტუმრო „მარკო პოლო“, ამჟამად „გუდაური“). ამავე პერიოდში შეიქნა საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. დღესდღეობით მოქმედ სამ და ოთხ ადგილიან საწეველებს მოთხილამურეები 2000 მეტრიდან 3006 მ. სიმაღლეზე (მთა კუდებზე) და 3270მ. სიმაღლეზე (მთა საძელეზე) აჰყავს. ამჟამად სულ 5 საწეველა ფუნქციონირებს. სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე 16 კმ-ს შეადგენს.





http://www.tourism-association.ge/data/images/gallery/gudauri/10.jpg

No comments:

Post a Comment